Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2012 წლის შემდეგ დავამკვიდრეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე

მარშალ პრესი 19/08/2024
kobakhidze

საარჩევნო კომისიას აქვს თავისი საქმიანობის მკაფიო პროცედურები და ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში,  ცესკოს მიერ საუბნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წესის შეცვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და შესაბამისად, ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე.

„რეალურად, აქ რაიმე არსებითი ცვლილება ვერ შევიდოდა წესებში. საარჩევნო კომისიას აქვს თავისი საქმიანობის მკაფიო პროცედურები და ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ეს არის ცესკოს ფუნქცია, ცესკო ამ ფუნქციას თავს ართმევს ძალიან კარგად, მთელი ამ წლების განმავლობაში. 2012 წლის შემდეგ დავამკვიდრეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, მითუმეტეს, რომ პირველად ისტორიაში, ეს არჩევნები ჩატარდება ელექტრონული აპარატურის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90% ხმას მისცემს სწორედ ასეთი აპარატურის გამოყენებით საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
Next: აბსოლუტურად არ არის გასაკვირი სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა, ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025