Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას

მარშალ პრესი 19/08/2024
irfakli kobakhidze8

გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და 3.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც ვინარჩუნებთ 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

„ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.

სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ, პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა გვაქვს მიმართული იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ შემდეგ ეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ეს ახალი დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, –  განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: აბსოლუტურად არ არის გასაკვირი სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა, ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ
Next: თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025