Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით

მარშალ პრესი 17/08/2024
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების “თეთრი ხელთათმანები”, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლების დამხობით.

“ამერიკული დონორი ორგანიზაცია National Endowment for Democracy რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ხელისუფლების განხილვის და კრიტიკის ობიექტი იყო, საქართველოში გაცემული გრანტების გაუმჭვირვალობის გამო.

ახლახან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ამ ორგანიზაციაზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით და ა.შ.

მასალა საკმაოდ ვრცელია და აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, ვფიქრობ ღირს გაცნობა. საკუთარი თავის აღწერაში NED-ს უწერია, რომ ის “ეხმარება დემოკრატიებს დახურულ საზოგადოებებში,” ანუ თავად განსაზღვრავს თუ რომელი საზოგადოებაა დახურული, რომ იქ სიტუაცია გამოასწოროს..

პირველივე კომენტარში იხილეთ NED-ს მიერ ბოლო წლებში საქართველოში გაცემული გრანტები და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ ვინ და რისთვის ღებულობს გრანტს და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია. საინტერესოა, ისიც, რომ NED საქართველოს რატომღაც არა ევროპას, არამედ ევრაზიის რეგიონს მიაკუთვნებს.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ამ თემაზე:

NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა – ნინო ფოჩხუა
Next: OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ახალი შეტევა მოჰყვა, ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს, რომ სანდო დოკუმენტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.