Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 17/08/2024
nino pochkhua

„როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით. ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურის და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ.

„იმდენად უსუსურია ეს ყველაფერი, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს, მაგრამ როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან პირველმა იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით რუსეთში. ახლა რადიკალურმა მედიამ ეს გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.

იქნებ დაგვდოს პატივი კაპიტანმა გიგაურმა და ნაც. მედიამ გვითხრას ან რა საბუთია ეს ან სად არის სკანდალი.

ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ კაპიტანმა გიგაურმა და ნაც.მედიამ, რომ იქნებ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე, არანაირ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი სიცრუე.“-წერს ნინო ფოჩხუა facebook-ზე.

Post navigation

Previous: ნიკა მელია სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს
Next: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.