Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ახალი შეტევა მოჰყვა, ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს, რომ სანდო დოკუმენტია

მარშალ პრესი 17/08/2024
davit chikhelidze

OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი, ცდილობს, ქსეროქსის ფურცელი სანდო დოკუმენტიად წარმოაჩინოს. ექსპერტი სტატიას საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერსაც უწოდებს.

“OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა. OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს რომ სანდო დოკუმენტია, რაც ადასტურებს, რომ ივანიშვილის მეუღლემ რუსეთში ქონება გადაიფორმა, სტატიაში ერთი საინტერესო ხაზია, ტვ პირველი წერს ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვაო, ხაზარაძემ თვითონ თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა და იქნებ მასზეც დაწეროთ ანალოგიური სტატია ან კითხვა დაუსვათ, თუ რადგან გაფინანსებთ ფულს სუნი არ აქვს?

რაც შეეხება OCCRP-ის საგამოძიებო სტატიას, რომელ ჭეშმარიტებაზე საუბრობ, როცა სტატიას საერთაშორისო გაუმჭვირვალობა საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერი, რომლის მიღმა მხოლოდ მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი არის!

ამ ქსეროქსის ფურცელს დოკუმენტს როგორ უწოდებთ?” – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით
Next: NED-ის ნამდვილი სახე ამერიკელებმა გამოააშკარავეს, NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.