Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკა მელია სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს

მარშალ პრესი 17/08/2024
133

პარტია „ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს. „არ უნდა მოსულიყავით, არ გვსიამოვნებს ფეხბურთის მოთამაშეებს, გარეთ გადით და იქ დაელაპარაკეთ ხალხს“, – მიმართა მას ნარაზენის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

https://cdn.imedi.ge/new/V/2408/67/57/15/t025QhvcZEeLg15JCmzy_w/455018022_8368446899878514_2887469425747197056_n.mp4

ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელია, თანაპარტიელებთან და რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში შეკრებულ ახალგაზრდებთან მივიდა, რომლებიც საფეხბურთო მატჩზე იყვნენ შეკრებილები და მათთან გასაუბრება სცადა, თუმცა, მათ მელიასთან საუბარი არ ისურვეს. ირკვევა, რომ ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად თამაში შეწყვიტეს და მელიას სტადიონის დატოვებისკენ მოუწოდეს, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

ერთ-ერთი მოქალაქე, აღნიშნული შემთხვევის აუდიო ჩანაწერსაც აქვეყნებს.

ჩანაწერში ისმის ადგილობრივი მცხოვრების ხმა, რომელიც მელიას მიმართავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის სტადიონზე დარჩება, ფეხბურთს არ ითამაშებენ.

„არ ვითამაშებთ ფეხბურთს, არ უნდა მოსულიყავით დღეს, არ გვსიამოვნებს ეს ჩვენ, ფეხბურთის მოთამაშეებს. არ გვაინტერესებთ, თამაში არ შეგვაწყვეტინოთ, გარეთ გადით და იქ დაელაპარაკეთ ხალხს”- აცხადებს მოქალაქე.

თავის მხრივ, მელიაც მოქალაქეს უცხადებს, რომ ის უბრალოდ გამარჯობის სათქმელად მივიდა და არა ორი საათის განმავლობაში ფეხბურთის საყურებლად.

„მე ხელს არ შეგიშლით ძმაო, ითამაშეთ,” – მიმართავს მელია სოფელ ნარაზენში მცხოვრებს.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ
Next: ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა – ნინო ფოჩხუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.