Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი

მარშალ პრესი 11/08/2024
dimitri khundadze

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ყაზბეგელების მიმართ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ შეურაცხყოფას ეხმიანება. „მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს“- აღნიშნა ხუნდაძემ და განმარტა, რომ მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ჩუმად იპარებოდნენ, როდესაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულმა ნატა ფერაძე და გია ჭანტურია მოთმინებიდან გამოიყვანა. დეპუტატის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები არ იცნობენ მოხევეებს, თუმცა მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს, ამიტომ 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, გასცემენ პასუხს.

„მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულის მაღალმა ხარისხმა გააოცა ნატა ფერაძე და მოთმინებიდან გამოიყვანა გია ჭანტურია. როგორც ჩანს, ისინი არ იცნობენ მოხევეებს, მაგრამ მერწმუნეთ, მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს.

მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად და მედგრად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი. მოხევეების ვაჟკაცობის დაწუნება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და 26 ოქტომბერს, ხევში, მათ კიდევ ერთხელ გასცემენ პასუხს. მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს.“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან.

Continue Reading

Previous: მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე 3 მთასვლელი გადაარჩინეს, მეოთხე მთამსვლელი კი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
Next: ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც შინდისის გმირებმა ჩაიდინეს, ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025