Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც შინდისის გმირებმა ჩაიდინეს, ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული

მარშალ პრესი 11/08/2024
irakli kobakhidze

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შინდისის გმირები არიან პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული.

მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს ჩვენ პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.

ჩვენი ვალია, ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი
Next: განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.