Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე 3 მთასვლელი გადაარჩინეს, მეოთხე მთამსვლელი კი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

მარშალ პრესი 11/08/2024
მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე 3 მთასვლელი გადაარჩინეს, მეოთხე მთამსვლელი კი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი
უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში
გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ
მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების
გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად
გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების
მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო
განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო
სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: გილოცავთ – ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებზე
Next: მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025