Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?

მარშალ პრესი 08/08/2024
irakli garibashvili

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

მან, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზეა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და მათ შორის ეს კითხვები კოდორის ხეობის „ოკუპანტებისთვის ჩაბარებასაც“ უკავშირდება.

„როგორ მოხდა, რომ კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარეს 5 დღეში ოკუპანტებს? ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს.

ჩვენ, მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო ყველა პროცესში სასამართლოში, ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

Post navigation

Previous: როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ შენს ხალხს აარიდო ომი იქნება თუ კონფლიქტი. ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი
Next: ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე წამოეგო და ვხედავთ, რომ ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.