Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ შენს ხალხს აარიდო ომი იქნება თუ კონფლიქტი. ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი

მარშალ პრესი 08/08/2024
irakli garibashvili3

როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ ეს რისკები შესაბამისად გათვალო, შენს ხალხს აარიდო ომი იქნება, ნებისმიერი ესკალაცია, თუ კონფლიქტი, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომის დაწყების თარიღზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება 2013 წლის ჩათვლით აგვისტოს ომის დაწყების თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავდა.

“ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცების საფლავებთან ვდგავართ და ვსაუბრობთ უხერხულ თემაზე, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლება 2013 წლის ჩათვლით 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს.

დაუსვით ეს კითხვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშინ რატომ აღნიშნავდნენ ისინი 8 აგვისტოს და დღეს რა შეიცვალა? ეს ყველაფერი, თარიღთან დაკავშირებული მოგონილი სპეკულაციები მიმართულია, როგორმე მოახდინონ მთავარი აქცენტის, ყურადღების გადატანა თარიღთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თარიღს – ჩვენმა ხელისუფლებამ სასამართლოში ბოლომდე, უკომპრომისოდ დაიცვა ჩვენი ქვეყნის, ჯარის ინტერესები. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველა სასამართლო მოვიგეთ პირწმინდად. ამიტომ, დაანებეთ თავი ამ უსაფუძვლო სპეკულაციებს – მინდა უპასუხისმგებლო ოპონენტებს მივმართო, მათ ვინც ამ ტრაგედიის შემოქმედნი არიან. თარიღთან დაკავშირებით ბედავენ ამ მანიპულაციებს.

რუსეთის ფედერაციამ, რუსეთის ჯარმა 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია – არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოსი აღარ იყო. დასვით კითხვა, მეგობრები, როგორ მოახერხა ამ უგუნურმა, გამყიდველმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით!

როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ ეს რისკები შესაბამისად გათვალო, შენს ხალხს აარიდო ომი იქნება, ნებისმიერი ესკალაცია, თუ კონფლიქტი, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.