Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე წამოეგო და ვხედავთ, რომ ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე

მარშალ პრესი 08/08/2024
irakli garibashvili

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა ჰქონდა, რომ ომი თავიდან აცილებულიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განუცხადა.

„16 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან, აგვისტოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების – ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. იცით, რომ ამ ომმა საშინელი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განათავსა სამხედრო ბაზები, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი.

შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად მოღალატეობრივად წინა ხელისუფლებამ ჩააბარა კოდორის ხეობა, უბრძოლველად და ომის შედეგად რაც მთავარია დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე – სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა ჰქონდა, რომ ომი თავიდან აცილებულიყო. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?
Next: კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.