Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 08/08/2024
irakli garibashvili1

12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა ბაზებიც განათავსა, დასავლეთმა გააგრძელა ვაჭრობა და ურთიერთობა ისე, როგორც მანამდე მიმდინარეობდა.

ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილი. ამიტომ ვამბობთ, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასიც, მაგრამ ასევე ვიცით მშვიდობის ფასიც. ძალიან ღირებულია ის პოლიტიკა, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო
Next: როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ შენს ხალხს აარიდო ომი იქნება თუ კონფლიქტი. ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.