Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირება ამჯერად „ევროპული საქართველოს“ სივრცეშია, როცა შანსი ჰქონდათ, უარი ეთქვათ სისხლიან ლაქებზე, არ ქნეს, ეს შეცდომა შლეიფად მოჰყვებათ

მარშალ პრესი 02/08/2024
GIA VOLSKI

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირება ამჯერად „ევროპული საქართველოს“ სივრცეშია, როდესაც შანსი ჰქონდათ, უარი ეთქვათ იმ წარსულზე, სისხლიან ლაქებზე, რაც საქართველოს მძიმე ჭრილობებად დაუტოვეს, მაშინ არ ქნეს, ახლა რაც არ უნდა სხვაგვარად ილაპარაკონ, ეს საკითხის არსს არ ცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს და ეს შეცდომა შლეიფად მოჰყვებათ.

„„ნაცმოძრაობას“ როდესაც პარლამენტში გამოეყვნენ, არ გამოეყვნენ იმ სულსკვეთებას, რითაც ერთად იცხოვრეს წლების განმავლობაში, როდესაც ხალხის წამება ჩვეულებრივი ამბავი იყო და მონაწილეობას იღებდნენ ყოველგვარ უმსგავსობაში, დანაშაულში ქართველი ხალხის მიმართ. რუსეთისთვის ყველანაირი კარტბლანში გადაცემული ჰქონდათ და ამაში მონაწილეობდნენ შემდეგ უკვე „ევროპული საქართველოს“ სახელით ცნობილი პოლიტიკური ჯგუფი. ვის და რას გამოეყვნენ ვერ მივხვდი. ეს პოლიტიკური პარტია მათი დაარსებულია. ისინი თუ მეტნი არიან, ვინც ითხოვენ მათ გასვლას ამ პარტიიდან, ამას თავის ახსნა აქვს. „ნაცმოძრაობის“ ამ ფლანგზე ადამიანები ვერ შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით. გიგი წერეთელი, რაც არ უნდა ლანძღო, ის არასდროს არ შეცვლილა, ყოველთვის „ნაცმოძრაობის“ წევრი იყო, შედარებით უფრო ლოიალური, პოზიტიური და კონსტრუქციული საუბრის მანერით და დამთავრდა.

„ნაცმოძრაობა“ ეჩხუბება „ნაცმოძრაობას“, ამჯერად, „ევროპული საქართველოს“ სივრცეშია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირება. ვინმე თუ შეგვედავება, რომ „ევროპული საქართველო“ არ არის „ნაცმოძრაობის ნაწილი“, მათ საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც შანსი ჰქონდათ, უარი ეთქვათ იმ წარსულზე, სისხლიან ლაქებზე, რაც საქართველოს მძიმე ჭრილობებად დაუტოვეს, მაშინ არ ქნეს. ამის მორალური საფუძველი არ ჰქონდათ, რადგან იმ დანაშაულის მონაწილეები იყვნენ. ახლა რაც არ უნდა სხვაგვარად ილაპარაკონ, ეს საკითხის არსს არ ცვლის. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ფრთაზე ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ერთმანეთთან საერთო ენა ვერ გამოძებნა, ეს არის სურათი, რაც ჩანს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შეიქმნა ახალი ცენტრები და გაიფანტნენ, სააკაშვილის სახელი, მისი არსი, მისი, როგორც პოლიტიკოსის ბუნება, სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

„ეს არის „ლელო“ და ელისაშვილი, რომლებიც ერთმანეთის გაუგონარი ლანძღვის შემდეგ შეიკრნენ და გადაწყვიტეს, თურმე ესენი არიან მთავარი მოკავშირეები. იქ არიან  „ახლები“ და „ნაცმოძრაობის“ გუშინდელი თავმჯდომარე მელია, გირჩი და ხოშტარია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი არ დაგვავიწყდეს, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება მალე გაშალოს ქოლგა და მოგების შემდეგ თავად დააკომპლექტოს მთავრობა, რომელსაც მისი ბრძნული ზედამხედველობის ქვეშ ერთი წელი მართავს. შემდეგ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ეს არის იდეა, რომელიც ვერ მოუვიდოდა თავში ვერცერთ გამოცდილ პროვოკატორს, რომელსაც უნდა ქვეყანა, როგორმე არიოს. ამათ მოუვიდათ თავში და გაიფანტნენ სხვადასხვა ფლანგებზე, რათა შედეგს მიაღწიონ. შედეგი მათთვის ძალიან მძიმე იქნება, როდესაც არჩევნები ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას
Next: “მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით – გარდაიცვალა აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.