Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას

მარშალ პრესი 02/08/2024
david kartvelishvili

„აი ამას ელოდებიან ჩვენი ცვილის ფიგურები 27 ოქტომბერს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში მადუროს გამარჯვების არ ცნობას და ვენესუელელი ხალხისთვის გაკეთებულ მიმართვას ეხება.

დავით ქართველიშვილი პოსტში გვთავაზობს ტექსტს, რომლის მსგავსსაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნებს და მმართველ გუნდს „გამარჯვებული“ ოპოზიციისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდებს.

„აი ამას ელოდებიან ჩვენი ცვილის ფიგურები 27 ოქტომბერს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არ ცნო ვენესუელას არჩევნებში მადუროს გამარჯვება და ოფიციალური განცხადებით მიმართა ვენესუელელ ხალხს: “ვულოცავთ ედმუნდო გონსალეს ურუტიას წარმატებულ კამპანიას. ახლა დადგა დრო, რომ ვენესუელელმა მხარეებმა დაიწყონ დისკუსიები ვენესუელას საარჩევნო კანონმდებლობისა და ვენესუელელი ხალხის სურვილების შესაბამისად, პატივისცემით, მშვიდობიანი გადაბარების შესახებ”.

ჩვენ შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” კი წარმოვიდგინოთ ჩვენთან მიმართებით: „ვულოცავთ ქართველ ხალხს წარმატებულ საარჩევნო კამპანიას. ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას. ახლა დადგა დრო, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა მხარეებმა დაიწყონ დისკუსიები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და ქართველი ხალხის სურვილების შესაბამისად, პატივისცემით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ”.

შეინახეთ ეს სტატუსი. ამაზე დიდი განსხვავებული ტექსტი 27 ოქტომბერს არ იქნება..“,- წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: გიგი წერეთლის თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილი “ყველაფრის მკადრებელია”
Next: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირება ამჯერად „ევროპული საქართველოს“ სივრცეშია, როცა შანსი ჰქონდათ, უარი ეთქვათ სისხლიან ლაქებზე, არ ქნეს, ეს შეცდომა შლეიფად მოჰყვებათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025