Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით – გარდაიცვალა აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა

მარშალ პრესი 02/08/2024
mar

გარდაიცვალა აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი. ბოლო პოსტი ფეისბუქზე მან 29 ივლისს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გულზე ოპერაციას იტარებდა.

მისი გარდაცვალებაც სავარაუდოდ ოპერაციის შემდგომ გართულებას მოჰყვა.

“მლოცველნო მომიხსენიეთ ხვალ 30.07.2024-ში დილით. ცხოვრების სავალ გზებზე უფალი ყველას თავის სატარებელ ჯვარს გვარგუნებს, ზოგს მძიმეს და ზოგსაც მსუბუქს.

ხოდა ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ, ვისაც მძიმე ჯვრის ტარება მარგუნა უფალმა. თითქმის დღემდე ვატარე ეს მეტად მტკივნეული მძიმე ჯვარი  გულით, განსაკუთრებით კი ბოლო 16 წელი.

მეტი ვეღარ შეძლო ჩემმა მტკივნეულმა გულმა, რადგანაც ხვალ 30.07.2024 – ში წმ. მარინეს ხსენების დღეს მიტარდება გულის ოპერაცია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავზე. ვიცი უფალი და დედაღმრთისმშობელი იქნებიან ჩემი შემწე და ასევე ოპერაციის დროს თავთან ჩემი მფარველი ანგელოზები მეყოლებიან, წმ. მარინე და ჩემი ვაჟკაცი შვილი ვახტანგი. “მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით.” – წერდა მარინე გზირიშვილი.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირება ამჯერად „ევროპული საქართველოს“ სივრცეშია, როცა შანსი ჰქონდათ, უარი ეთქვათ სისხლიან ლაქებზე, არ ქნეს, ეს შეცდომა შლეიფად მოჰყვებათ
Next: აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლა პუტინის გამარჯვებაა – ტრამპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.