Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ევროპელი წევრები შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგნენ

მარშალ პრესი 29/07/2024
JPG edited with https://ezgif.com/resize

შესაძლოა, ნატოს ევროპელმა წევრებმა, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში დაარწმუნონ თეთრი სახლი, შეინარჩუნოს სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის – გარკვეული პირობებით. ამის შესახებ გამოცემა “Politico” წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის მოკავშირეები, როგორიცაა ელბრიჯ კოლბი, რომელიც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების შესაძლო მრჩეველად არის მიჩნეული, აშშ-ის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ ჩინეთს ხედავენ და არა რუსეთს – ისინი უკრაინას განიხილავენ, როგორც რესურსების წყაროს, რომელიც საჭიროა ჩინეთთან დასაპირისპირებლად და ტაივანის დასაცავად.

“ტრამპი ადრე აცხადებდა, რომ შეეძლო უკრაინის ომის დასრულება 24 საათში, თუმცა, მან ზელენსკისთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ორივე მხარე შეძლებს შეიკრიბოს და მოილაპარაკოს შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებს ძალადობას და გზას გახსნის კეთილდღეობისკენ.”
მაგრამ შემაშფოთებელი ისაა, რომ ტრამპის იდეა სამშვიდობო მოგვარების შესახებ შეიძლება უბრალოდ ნიშნავს, რომ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად ფლობს. მან ცოტა ხნის წინ წარადგინა სენატორი ოჰაიოდან ჯეი დი ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად – ესაა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ არ აინტერესებს რა მოხდება უკრაინაში. ანალოგიურად, რიჩარდ გრენელი – შესაძლო სახელმწიფო მდივანი ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში – მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიას, მაგრამ “ავტონომიურ ზონების” არსებობის ნებას იძლევა. ეს ტერმინი, შეიძლება იყოს კოდი იმისა, რომ უკრაინა უბრალოდ აღიარებს თავის დანაკარგებს და აგრძელებს სვლას.” – აღნიშნავს გამოცემა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ევროპელი წევრები შეიძლება დადგნენ რთული არჩევანის წინაშე: ან დაეთანხმონ იძულებით შეთანხმებას რუსეთის სასარგებლოდ, ან მხარი დაუჭირონ ზელენსკის ასეთ შეთანხმებაზე უარის თქმაში და გააგრძელონ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გამოცემის ცნობითვე, ამ უკანასკნელ სცენარში, ტრამპმა შესაძლოა, მოკავშირეებთან უთანხმოებაც კი გვერდზე გადადოს აშშ-ის თავდაცვითი გარანტიების გაუქმებით, რომელიც მას ომის „ესკალაციად“ მიაჩნდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო.

Post navigation

Previous: ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა
Next: არასამთავრობო სექტორი მუშაობს მკვეთრად დაბურული მინებით, სამაგიეროდ ღია მინებით მუშაობენ საკუთარ დონორებთან, ამიტომ შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გამჭვირვალობის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.