Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

მარშალ პრესი 29/07/2024
133

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა.

რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა.

Post navigation

Previous: მიშამ დღეს დაადასტურა, რომ ისევ აგებს არჩევნებს – ცოტნე ანანიძე
Next: თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ევროპელი წევრები შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.