Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არასამთავრობო სექტორი მუშაობს მკვეთრად დაბურული მინებით, სამაგიეროდ ღია მინებით მუშაობენ საკუთარ დონორებთან, ამიტომ შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გამჭვირვალობის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 29/07/2024
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოურ ძალას წარმოადგენს და შავი ფულით ფინანსდება. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, არასამთავრობო სექტორი გაუმჭვირვალეა ქართულ საზოგადოებასთან, თუმცა გამჭვირვალეა უცხოელ პატრონებთან.

„დავინახეთ ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვიყავით მართალი, როდესაც არასამთავრობო სექტორზე ვამბობდით – ისინი არა ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოურ ძალებს წარმოადგენდნენ და იღებენ არა გამჭვირვალე, არამედ შავ ფულს. “ქართული ოცნების” ბრიფინგზე დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს მკვეთრად დაბურული მინებით, სამაგიეროდ ღია მინებით მუშაობენ საკუთარ დონორებთან, ამიტომაც შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გამჭვირვალობის წინააღმდეგ,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ევროპელი წევრები შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგნენ
Next: ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.