Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრი იქნება ადგილი, სადაც საქართველო შესაბამისად იქნება წარმოჩენილი

მარშალ პრესი 29/05/2022
ილია დარჩიაშვილი

მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრი იქნება ადგილი, სადაც საქართველო შესაბამისად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

„დღეს ნამდვილად ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღეა. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობს იორდანიას. დღეს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს. ჩვენ, ქართველებს შეგვეძლება, წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი კულტურა გავუზიაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი, ეს მიწა იქნება ადგილი, სადაც საქართველო იქნება შესაბამისად წარმოჩენილი. ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას, სულიერი ცხოვრების გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო და თითოეულ ქართველს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა.

იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა

Post navigation

Previous: იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მდინარე იორდანეს ნაპირას სანათლავი მოეწყობა და ქართველ მომლოცველებს ნათლობის რიტუალის ჩატარება შეეძლებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.