რამდენიმე წუთის წინ იორდანიაში საქართველოს ოფიციალურად გადაეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში 4 ათასი კვ.მ ფართობის მქონე ნაკვეთი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრინცი ღაზი დაესწრნენ.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა ბარელიეფი, რომელზეც ქართულ და არაბულ ენებზეა აღნიშნული, რომ ადგილზე აშენდება სულიერებისა და კულტურის ცენტრი. ბარელიეფზე დატანილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერები.
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 300 წლის შემდეგ საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე.
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...