Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მდინარე იორდანეს ნაპირას სანათლავი მოეწყობა და ქართველ მომლოცველებს ნათლობის რიტუალის ჩატარება შეეძლებათ

მარშალ პრესი 29/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მდინარე იორდანეს ნაპირას გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი. აქ სანათლავი მოეწყობა და ქართველ მომლოცველებს შეეძლებათ, ჩამოსვლა და ნათლობის რიტუალის ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა „იმედის კვირას“ საქართველოსთვის იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, 4 ათასი კვ.მ ნაკვეთის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ისტორიულ პროცესზე ისაუბრა, რომელიც ამ მოვლენას წინ უძღოდა.

„პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, უწმინდესს, პატრიარქს პირადად საუბარი ჰქონდა მეფესთან, თუმცა შემდეგ პროცესი წინ ვერ მიდიოდა. ბოლოს, ჩემი უკვე თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, ამ საკითხზე ჩვენს ელჩთან, ბატონ ზაზასთან ერთად, აქტიური მუშაობა დავიწყეთ. შემდეგ პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს საკითხი მაღალ დონეზე გავააქტიურეთ. მივწერე წერილები, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა საელჩომ, მთელმა მთავრობამ, ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიყავით. პროცესი დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეს საკითხი დაგვირგვინდა – მივიღეთ საბოლოო თანხმობა. იორდანიის მეფემ და იერუსალიმის პატრიარქმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ეს მიწა გადმოეცათ ჩვენთვის, ქართველებისთვის.

აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, ამაზე გვაქვს თანხმობა. გვინდა დავიწყოთ მუშაობა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რა თქმა უნდა, საპატრიარქო ჩაერთვება. მე პირადად ვუხელმძღვანელებ ამ პროცესს და როდესაც კონცეფციაზე ჩამოვყალიბდებით, ძალიან მალევე გვინდა, დავიწყოთ მშენებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრი იქნება ადგილი, სადაც საქართველო შესაბამისად იქნება წარმოჩენილი
Next: Reuters: ევროკავშირის მთავრობებმა რუსული ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს – მოლაპარაკებები ორშაბათს გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.