Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: შეთავაზება ძალაშია, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება – მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებში შემოსვლა

მარშალ პრესი 29/05/2022

შეთავაზება ძალაშია, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება. მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებსა და დისკუსიაში შემოსვლა, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ დებატების პლატფორმას არ გამოიყენებს.

„შეთავაზება არის ძალაში, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება. გახსოვთ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ იგივე შეთავაზება გავუკეთეთ მაშინ ოპოზიციას და ყველამ დებატებზე უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არჩევნები არ იყო გაყალბებული და სათქმელი არაფერი გააჩნდათ. აპრიორი დებატები და დისკუსია წაგებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაშიც იგივეა. მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებსა და დისკუსიაში შემოსვლა“, – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: მაკრონს თვითონ ედავებიან მის პოზიციასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში. როცა მის წერილს იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია გააკრიტიკონ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია
Next: გერმანიის ეკონომიკის მინისტრი შიშობს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა რღვევას იწყებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.