Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაკრონს თვითონ ედავებიან მის პოზიციასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში. როცა მის წერილს იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია გააკრიტიკონ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია

მარშალ პრესი 29/05/2022
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე იმ დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მმართველ გუნდს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წერილის გამო აკრიტიკებენ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„მაკრონს თვითონ ედავებიან, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მის პოზიციასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში. როცა მაკრონის ამ წერილს იყენებს ვიღაც, იმისთვის რომ ჩვენი პოზიცია გააკრიტიკოს, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ არ აქვთ არანაირი ფაქტები“, – განაცხადა კობახიძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს“, – აღნიშნულია მაკრონის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მისწერა.

Post navigation

Previous: მეუფე შიო: შეიძლება უფალი მწუხარების სახითაც შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, ესეც სამკურნალო საშუალებაა, ოღონდ ცოტა უფრო მწარე, იმისთვის, რომ ადამიანს ფერი უცვალოს – გონს მოიყვანოს
Next: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: შეთავაზება ძალაშია, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება – მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებში შემოსვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.