Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი შიშობს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა რღვევას იწყებს

მარშალ პრესი 29/05/2022
რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი შიშობს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა რღვევას იწყებს სამიტის წინ, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შეწყვეტის გეგმები განიხილება.

ევროკავშირის ლიდერები 30 და 31 მაისს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს ნავთობის ემბარგოს და პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე, მათ შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის დაჩქარებას.

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანია. ხვალინდელი სამიტის გათვალისწინებით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდებამ, თუმცა ის [რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა] უკვე რღვევას იწყებს“, – აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

რობერტ ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა უზარმაზარი ეკონომიკური ზონაა, წარმოუდგენელი ეკონომიკური ძალით და როდესაც ის გაერთიანებულია, მას შეუძლია გამოიყენოს ეს ძალა.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: შეთავაზება ძალაშია, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება – მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებში შემოსვლა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025