Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია – ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია

მარშალ პრესი 20/07/2024
GIORGI CHAKVETADZE

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით დიდია და მმართველი პარტია გეგმავს აქტიურ და საინტერესო კამპანიას. ჩაკვეტაძის განცხადებით, ისინი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და თითოეულ მოქალაქემდე სათქმელის მიტანას აპირებენ. “”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან ვეცდები, ამ კამპანიაში მაქსიმალური ენერგია და შემართება შევიტანოთ! ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია. როგორც წინა არჩევნებზე, ჩვენი ახალგაზრდული კამპანია იქნება ძალიან აქტიური, საინტერესო და მასში ჩართვის შესაძლებლობა თითოეულ ახალგაზრდას ექნება. ვგეგმავთ არაერთ საინტერესო სიახლესაც. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ და ვეცდებით, ჩვენი სათქმელი თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება და მათ შორის ახალგაზრდები, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!”” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Continue Reading

Previous: როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული “ლექციები”, როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? – თავხედურ ფარისევლობაზე პირდაპირი მითითება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს
Next: დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025