Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში

მარშალ პრესი 20/07/2024
david matikashvili

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალიან ობიექტური დაკვირვების პროცესი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ძალიან ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში.

„რაც შეეხება IRI-ს, სხვა სადამკვირვებლო მისიებს, ყველა ჩვენს პარტნიორს, ჩვენ გვაქვს ცალსახად ეს არაერთგზის ნათქვამი, ხაზგასმული, რომ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ვიქნებით მოხარული, რაც მეტი დამკვირვებელი იქნება. ეს ყველაფერი, კანონის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან და იმ ყველა უწყების მხრიდან, ვინც არეგულირებს ამ საკითხებს, ცხადია ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი დამკვირვებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ეს ჩვეულებრივ მოვლენად, ყველა არჩევნების დროს ხდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები ძალიან ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ თავის ანგარიშებში და იმ ფაქტებს ვეღარ ვნახავთ ჩვენ. მაგალითად, 4 წლის წინ სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, როდესაც, ორგანიზაციამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო დაედგინა, დაედასტურებინა არჩევნების შედეგები, პირიქით, აქეთ პარალელური საარჩევნო პროცესი გააყალბა და ამ ყველაფრით შექმნა საფუძველი იმისთვის, რომ ვიღაც ვიღაც გადაწყვეტილების მიმღები პირების სურვილებით საქართველოში მძიმე ვითარება შექმნილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალიან ობიექტური დაკვირვების პროცესი და იმ ობიექტურ რეალობას, რომელსაც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი დაინახავს ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადამკვირვებლო მისიების ჭრილში და სხვა ნებისმიერი მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს ასახული იქნება შესაბამის დასკვნებში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია – ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია
Next: პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში, თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა მნიშვნელოვანი თეზისი, რომ მის დროს არ ყოფილა ომი, მნიშვნელოვანია მისი მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025