Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული “ლექციები”, როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? – თავხედურ ფარისევლობაზე პირდაპირი მითითება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს

მარშალ პრესი 20/07/2024
gia abashidze

როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული “ლექციები”, როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის სვამს კითხვას, როგორ დაიჯერონ ქართველებმა დასავლეთის ობიექტურობა მაშინ, როდესაც ცალკეული პოლიტიკური აქტორები, სააკაშვილს დღემდე “ნაწამებ პოლიტიკურ პატიმრად” მიიჩნევენ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ფარისევლობაზე პირდაპირი მითითება ანტიდასვლურობას არ ნიშნავს, ვინაიდან, არგუმენტირებული კრიტიკისგან ხელშეუხებელი არავინაა.

“როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული “ლექციები”, როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი?

როგორ უნდა დაიჯერონ ქართველებმა დასავლეთის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, როცა მისი ცალკეული პოლიტიკური აქტორები ჯალათ სააკაშვილს დღემდე მიიჩნევენ “ნაწამებ” “პოლიტიკურ პატიმრად”?

თავხედურ ფარისევლობაზე და თვალთმაქცობაზე პირდაპირი მითითება ანტი დასავლურობას არ ნიშნავს. არგუმენტირებული კრიტიკისგან ხელშეუხებელი არავინაა. თვით ევროპაში გაცილებით უარესს ამბობენ საკუთარ პოლიტიკოსებზე და მათ მუდმივად ამხელენ უსინდისობაში. რაღაც “იარლიყების მიკერება” სამართლიანი კრიტიკის გამო და ვითომ ‘აუტსაიდერად’ გამოცხადება კი ბოლშევიკური სტილია და შორსაა დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპებისგან.” – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: სენატორი ბობ მენენდესის ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მან მეუღლესთან ერთად, ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა
Next: “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია – ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025