Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ამ ქვეყანას ევროკავშირამდე აუცილებლად მივიყვანთ

მარშალ პრესი 29/05/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

ხელისუფლება როგორი ეპითეტებითაც არ უნდა შეამკონ, ჩვენ გავაგრძელებთ სვლას და აუცილებლად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროკავშირამდე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვიაროთ ევროპისკენ უკანმოუხედავად, შეუქცევადად, ამ გზაზე ვინც არ უნდა გვაძაგებდეს და ხელაღებით ამბობდეს, თურმე ჩვენ გადავუხვიეთ გზას. ხომ გახსოვთ, ალიაქოთი რომ იყო ატეხილი, კითხვარის პირველი და მეორე ნაწილი გამოაქვეყნეთო?! ჩვენ ორივე ნაწილი გამოვაქვეყნეთ და ბატონი ნუგზარ წიკლაური რომ ამბობს, ხელისუფლებამ პასუხები დაგვიმალაო, ათასობით კითხვა იყო და თავს დავდებ, ამ ორი კითხვარიდან ერთი კითხვა მაინც თუ ჰქონდეს წაკითხული ამ ბატონს და მის მეგობრებს. არც ერთი კითხვა არ აქვთ წაკითხული“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

Continue Reading

Previous: პუტინი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო აფრთხილებს
Next: ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებისა და ოდესისთვის ალყის მოხსნისკენ მოუწოდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025