Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებისა და ოდესისთვის ალყის მოხსნისკენ მოუწოდეს

მარშალ პრესი 29/05/2022
ოლაფ შოლცი

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.

გერმანული და ფრანგული მხარეების განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს კვლავ მოუწოდეს ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.

გარდა ამისა, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება, რომლებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და მხარეები ამ კუთხით ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების რისკების შესახებ გააფრთხილა.

Continue Reading

Previous: გია ცაგარეიშვილი: ამ ქვეყანას ევროკავშირამდე აუცილებლად მივიყვანთ
Next: ნოდარ მელაძემ მიხეილ სააკაშვილი მოკლა და დაიტირა (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025