Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამნისტია არის ჰუმანური აქტი. არჩევნები ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ?!

მარშალ პრესი 13/07/2024
beka davituliani

ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც ყოველთვის მისასალმებელია. არჩევნები კიდევ ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

„პერმანენტულად ვაკეთებთ ხოლმე ამნისტიას. ყველა ნორმალურ ადამიანს სურს, რომ პირებს, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, მაგრამ არა იმ ტიპის, რომლის გამოც მათი საზოგადოებაში ყოფნა არის საშიში და საზოგადოებას საფრთხეს არ შეუქმნიან ამნისტიის შემთხვევაში, ზოგს შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა [პატიმრობა] და ზოგიერთი პატიმარი გავათავისუფლოთ. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც ყოველთვის მისასალმებელია. არჩევნები კიდევ ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ [ამნისტია]?!“ – აღნიშნა დავითულიანმა.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა ერთ მესამედს შეეხება. მათგან ათი პროცენტი საპატიმროს დატოვებს.

Post navigation

Previous: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება
Next: სამწუხაროა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან უსამართლო შეფასებები – გიორგი კახიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.