Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან უსამართლო შეფასებები – გიორგი კახიანი

მარშალ პრესი 13/07/2024
giorgi kaxiani

გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით წინსვლა აქვს.

“სამწუხაროა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ასეთ უსამართლო შეფასებებს ვისმენთ. არ ვიცი, რა იგულისხმება დემოკრატიისგან უკან დახევაში. გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები. არადა, პირიქით, ვხედავთ, მთელ ამ კვლევებში, რომლებიც ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, ასეთი შეფასებები, უბრალოდ, გაუგებარია“, – აღნიშნა კახიანმა.

Post navigation

Previous: ამნისტია არის ჰუმანური აქტი. არჩევნები ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ?!
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის პრემიერს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.