Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ

მარშალ პრესი 13/07/2024
archil talakvadze

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეზრა ზეიას განცხადება გაუგებარია, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება.

„ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც.

ჩვენი ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას. ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ეზრა ზეიამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, ონლაინ მედიის წარმომადგენელთა ნაწილთან. მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მერმა მუნიციპალუტი ინსპექციის ახალი შენობა მოინახულა
Next: ამნისტია არის ჰუმანური აქტი. არჩევნები ამ ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელაა, როდისმე ხომ უნდა გავაკეთოთ?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.