Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 28/05/2022
ქართული ოცნება

პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გამგეობის წევრებმა ორგანიზაციული სტრუქტურა დაამტკიცეს. ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკურ მდივანად თეა წულუკიანი აირჩიეს, აღმასრულებელი მდივანი ხატია წილოსანი გახდა; საგარეო პოლიტიკის მდივანი – მაკა ბოჭორიშვილი; საზოგადოებასთან კომუნიკაციის მდივანი – მარიამ ქვრივიშვილი; ახალგაზრდულ საკითხთა მდივანი – ნინო ვარდოსანიძე. გამგეობის თავმჯდომარედ კი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარდგენილი კანდიდატი ნინო წილოსანი აირჩიეს. ასევე დღეს გამგეობის წევრებმა გამგეობის სტრუქტურაც დაამტკიცეს და თემატური მიმართულებები განსაზღვრეს.

დღევანდელ სხდომაზე წევრებმა ასევე დაგეგმეს მომავალი სამოქმედო აქტივობები და განსაზღვრეს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები.

ქალთა ორგანიზაცია უახლოეს მომავალში თბილისისა და რეგიონული საბჭოებთან აქტიური მუშაობის დაწყებასა და რეგიონული კონფერენციების გამართვას აპირებს.

Post navigation

Previous: ერეკლე მეფის ღვაწლის დასაფასებლად და ლევან ბერძენიშვილის კეთილების მოსაკითხად თელავში აქცია გაიმართა
Next: პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.