Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერეკლე მეფის ღვაწლის დასაფასებლად და ლევან ბერძენიშვილის კეთილების მოსაკითხად თელავში აქცია გაიმართა

მარშალ პრესი 28/05/2022
აქცია თელავში

ერეკლე მეფის ღვაწლის დასაფასებლად და ლევან ბერძენიშვილის კეთილების მოსაკითხად თელავში აქცია გაიმართა

„დიდება მეფეს! ერეკლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენს მეფეს ვიცავთ და ისტორიას , რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია”- ერეკლე მეორის დასაცავად დღეს მისი რეზიდენციის წინ სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ. მეფის მხარდასაჭერ აქციას სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

მშვიდობიან აქციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა.

აქციის მონაწილეებმა ბერძენიშვილს ისტორიის ცოდნა დაუწუნეს, ერეკლე მეფის მოღვაწეობა თელავიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს და ეროვნული ცნობიერების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქართლ-კახეთის მეფის მმართველობა თითოეული ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს და პატარა კახის ცხოვრება დაცინვის ობიექტი არასოდეს არ უნდა გახდეს.

აქციის დასასრულს ითქვა, რომ შაბათს, 4 ივნისს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ერეკლე II არის დაკრძალული, მეფის სულის მოსახსენებელ პარაკლის გადაიხდიან.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
Next: პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.