Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა

მარშალ პრესი 28/05/2022
ირაკლი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

Post navigation

Previous: მოსამართლეები უსამართლობის წინააღმდეგ – ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არც სხვა მოსამართლეები წავიდნენ
Next: ერეკლე მეფის ღვაწლის დასაფასებლად და ლევან ბერძენიშვილის კეთილების მოსაკითხად თელავში აქცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.