Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამსახურებრივ მივლინებაში არ გაუშვეს

მარშალ პრესი 28/05/2022
პორო

პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“ აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამსახურებრივ მივლინებაში არ გაუშვეს.

როგორც „ევროპული სოლიდარობის“ განცხადებაშია ნათქვამი, 29-30 მაისს პეტრო პოროშენკოს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა უნდა მიეღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაში.

პოროშენკოს თანაპარტიელი ირინა გერაშჩენკო აცხადებს, რომ მესაზღვრეებმა უარის თქმის მიზეზად ხელმძღვანელობისგან მიღებული განკარგულება დაასახელეს. პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ აქვს პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი პოროშენკოს მივლინებაში გამგზავრების შესახებ.

პეტრო პოროშენკო უკრაინაში ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. სასამართლომ უკრაინის ექსპრზიდენტი პირადი თავდებობით გაათავისუფლა და პირველი მოთხოვნისთანავე პროცესზე ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა.

Continue Reading

Previous: სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Next: ზელენსკი: ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც პირველ დღეებში ჰქონდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025