Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი: ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც პირველ დღეებში ჰქონდათ

მარშალ პრესი 28/05/2022
ზელენსკი

ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ. ამიტომ მათ დონბასში მოახდინეს არტილერიის მაქსიმალური კონცენტრაცია, მაქსიმალური რეზერვები – არის სარაკეტო დარტყმები, ავიაცია, ყველაფერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა იცავს თავის მიწას, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული თავდაცვის რესურსი აძლევს, და ყველაფერს აკეთებს ამ რესურსის გასაზრდელად.

„თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ მაინც აღვადგენთ ყველა ქალაქს და ყველა დასახლებას. იქ ჩვენი უკრაინული დროშების რეალური ალტერნატივა არ არსებობს და არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამსახურებრივ მივლინებაში არ გაუშვეს
Next: შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.