Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარშალ პრესი 28/05/2022
განათლების სამინისტრო

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 11 საჯარო სკოლაში დაზიანდა სახურავი. სააგენტომ ოპტიმალურად მოკლე დროში განახორციელა არსებული სიტუაციის სრული ანალიზი და დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები საქართველოში არსებული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ხორციელდება და მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია.

Post navigation

Previous: „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა
Next: პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამსახურებრივ მივლინებაში არ გაუშვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.