Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა

მარშალ პრესი 28/05/2022
შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი საერთაშორისო ტვირთების გატარება.

აღსანიშნავია, ,,კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 233 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაისის თვის მაჩვენებელს, ხოლო საქართველოდან გატანილი ტვირთბრუნვის მონაცემებში 513 პროცენტიანი მატება აღინიშნება.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, დიასპორული ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა
Next: სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.