Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან?!

მარშალ პრესი 05/07/2024
GIA VOLSKI

საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, ის რაც ახლა ფეხბურთელების წინააღმდეგ ხდება უზნეობაა.

„ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი კარგად დაორგანიზებულია ისევე, როგორც დაორგანიზებულია ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ვინმეს სიტყვით გამოსვლისას უნდა უსტვინონ, რათა შემდეგ „ფორმულა“ გამოვიდეს და მკითხოს, თურმე პრემიერს ვიღაც უარყოფითად შეხვდა. გეგონებათ, მსოფლიოში ეს არ ხდება. ახლა ფეხბურთელები ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან? მადლობა და უმადურობა გარჩევის საგნად იქცა. ლიდერებმა გადაწყვიტეს, ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ზუსტად იციან, რომ უმადურობა ცუდი ნიშანია და მობილიზებას უკეთებენ თავის პაიკებს, რათა ბულინგი განავითარონ. ეს არის უზნეობა. პატარა ბიჭებმა საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე, მათი წახალისება მეცენატობაა და სხვა არაფერი. ბიძინა ივანიშვილს სხვა მეცენატობა თუ არ ექნებოდა, კიდევ ეჭვს შევიტანდით, მაგრამ უამრავია გაკეთებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next: რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.