Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მარშალ პრესი 05/07/2024
irakli kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ მას მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა. მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ტრადიციებს.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

Post navigation

Previous: აჭარის რაგბის კავშირის ფილიალის ორგანიზებით, ბათუმში აჭარის შიდა ფესტივალი რაგბში გაიმართა
Next: ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.