Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

მარშალ პრესი 05/07/2024
rishi

რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ვადამდელ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო.

„ქვეყანას კი პირველ რიგში მინდა ვუთხრა – ბოდიში. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ თქვენ მკაფიო სიგნალი მოგვეცით, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ თქვენს შეფასებას აქვს მნიშვნელობა. გავიგონე თქვენი ბრაზი, თქვენი იმედგაცრუება და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა სუნაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მალევე პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს.

სუნაკს პრემიერის თანამდებობაზე გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სერ კირ სტარმერი ჩაანაცვლებს.

Post navigation

Previous: ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან?!
Next: კირ სტარმერი მეფე ჩარლზ შეხვდა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.