Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს

მარშალ პრესი 05/07/2024
davit chikhelidze

ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, „ქართული ოცნებას“ მოღალატე უწოდოს! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით და მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს.

„ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, ქართული ოცნებას მოღალატე უწოდოს!
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის რომ ქართულმა ოცნებამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ბოკუჩავას განცხადება უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რამდენიმე წლის უკან ნაციონალურმა მოძრაობამ (2009) ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა ე.წ. ტალიავინის დასკვნას სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი: „საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს“ უცხოურ პრესაში კი იწერებოდა, რომ აღნიშნული დასკვნა „თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე მოსკოვს“ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოსთვის საზიანო დასკვნაზე ხელმოწერა სახელმწიფოს გამარჯვებად წარმოაჩინა. ახლა კი მმართველ გუნდსაც იმავეს მოუწოდებს, მოღალატეები ხართ რადგან მხარი არ დაუჭირეთ დასკვნას, რომელშიც წერია რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებისთვის ყველაფერს აკეთებსო. ხვდებით როგორ უპრინციპო ძალასთან გვაქვს საქმე? მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით და მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს!“- წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა
Next: ევროპის შემდეგ, ბრიტანეთშიც ხალხმა არსებული პოლიტიკის ცვლილებას მისცა ხმა, რადგან ეს პოლიტიკა პრობლემური იყო მათთვისაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.