Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა

მარშალ პრესი 05/07/2024
449829481_858626206319966_8347744213195611400_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, იქ მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, “აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელი ირინა გიორგაძე, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.

Post navigation

Previous: იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა ნატო-ს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება
Next: მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.