Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის შემდეგ, ბრიტანეთშიც ხალხმა არსებული პოლიტიკის ცვლილებას მისცა ხმა, რადგან ეს პოლიტიკა პრობლემური იყო მათთვისაც

მარშალ პრესი 05/07/2024
tamar chiburdanidze

„დიდი ბრიტანეთის გუშინდელი არჩევნები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას შეცდომებს არ პატიობს. სხვა ქვეყნისადმი დახმარებამ არ უნდა დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა, მითუმეტეს, თუკი ეს დახმარება შედეგზე ვერ გადის,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ბრიტანეთში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

თამარ ჩიბურდანიძის აზრით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინის ომით გამოწვეულმა პროცესებმა ბრიტანეთში საგრძნობი სოციალური პრობლემები გამოიწვია, რაც საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების მიზეზი გახდა. მანვე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომზე პოლიტიკა ამ ქვეყანაში გადაიხედება.

„დიდ ბრიტანეთში, უკრაინის ომით გამოწვეული საგრძნობი სოციალური პრობლემები საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების მთავარი იარაღი გახდა. მთელი ორი წლის განმავლობაში ხშირად ვკითხულობდით და ვხედავდით საინფორმაციო საშუალებებით ბრიტანელი ხალხის საპროტესტო გამოსვლებს არსებული სოციალური პრობლემების წინააღმდეგ. ეს პრობლემები კი, ძირითადად უკრაინის ომით და სანქციების პოლიტიკით იყო გამოწვეული.

სწორედ ამან გამოიწვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილებაც. დიდი ბრიტანეთის გუშინდელი არჩევნები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას შეცდომებს არ პატიობს. სხვა ქვეყნისადმი დახმარებამ არ უნდა დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა, მითუმეტეს, თუკი ეს დახმარება შედეგზე ვერ გადის. ევროპის შემდეგ, ბრიტანეთშიც ხალხმა არსებული პოლიტიკის ცვლილებას მისცა ხმა, რადგან ეს პოლიტიკა მათთვისაც პრობლემური იყო.

საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, ახალი პრემიერისგან რადიკალური ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ცვლილებები აუცილებლად იქნება. რუსეთ-უკრაინის ომზე პოლიტიკა სავარაუდოდ გადაიხედება,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს
Next: აჭარის რაგბის კავშირის ფილიალის ორგანიზებით, ბათუმში აჭარის შიდა ფესტივალი რაგბში გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.