Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ახმეტაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

მარშალ პრესი 27/05/2022
Capture
დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ახმეტაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

🇬🇪სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილების ციხე-გალავანში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზირებული ბრიგადის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.
🇬🇪ფიცის დადების ცერემონიალს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🇬🇪ღონისძიების დაწყებამდე ალექსი ფიცხელაურმა და ნიკოლოზ კვეზერელმა სოფ.ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რომლის შემდეგაც საზეიმოდ გახსნეს ქალაქ ახმეტაში შინმოუსვლელთა სკვერი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
🏆🏅ახლად გახსნილ შინმოუსვლელთა სკვერში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეებისგან წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
🎤გაიმართა კონცერტი ადგილობრივი მომღერლებისა და ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, რომელიც მოწვეულმა ჯგუფმა “იბერიამ” დაასრულა.

Post navigation

Previous: მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – რომან გოცირიძე
Next: რატი ბრეგაძე – მერვე დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმშია პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ადვოკატებს შეუძლიათ, ვიზიტები დაჯავშნონ ონლაინ, დაზოგონ დრო და დაცვის უფლება ეფექტიანად იყოს რეალიზებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.