Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – რომან გოცირიძე

მარშალ პრესი 27/05/2022
მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის იბრძოდა მღვდლებისა და სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო. „მავნებლებმა და მოღალატეებმა გააჩერეს ნამახვანის ჰესი, დადიოდნენ ქუჩაში და ბევრი ისეთი ხალხი ეხმარებოდა მათ, თქვენ საქმეს ვაკეთებდი მე ამ შემთხვევაში, ქვეყნის საქმეს, მე ვიბრძოდი ამ მღვდლებისა და ამ სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო. თქვენ ხმა ამოიღეთ ვინმემ? არ იყო პოპულარული, იმიტომ, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ ბნელები და მერე აქ ჯვარი აღგიმართეს, ალტინფოს ჯვარს ვეძახი, მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად. პარლამენტის წინ ჯვარი დგას და კახა კალაძე კიდე გატრუნულია, მერიამ ნება დართო? და ამ ჯვრის წინ რომ მოკლეს ოპერატორი. ეს არის ნამახვანის ხალხი, აქ რომ იდგა და თქვენ სამი მილიარდის ინვესტიციას გააკეთებთ ნამახვანში?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Post navigation

Previous: იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია – პრემიერი ოპოზიციას
Next: დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ახმეტაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.