Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე – მერვე დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმშია პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ადვოკატებს შეუძლიათ, ვიზიტები დაჯავშნონ ონლაინ, დაზოგონ დრო და დაცვის უფლება ეფექტიანად იყოს რეალიზებული

მარშალ პრესი 27/05/2022
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებებზე მორგებული ცვლილებების შედეგია მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო საუბრების ლიმიტების შესახებ შესული ცვლილებები. ამის შესახებ ბრეგაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტები, რომლებიც აქვთ პატიმრებს, არ ვრცელდება სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირების შემთხვევებზე. განსხვავებით თქვენი პერიოდისგან, ყველა ეს ზარი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფო, პირველ რიგში, დაინტერესებულია ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით იუსტიციის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომელიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავ კავშირს უზრუნველყოფს მსჯავრდებულსა და უფლებადამცველებს შორის. აღნიშნული პროგრამა ამჟამად სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.

„ინიციატივის განხორციელების შედეგად პატიმარს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურთან შეეძლება შეუზღუდავად დაკავშირება. აქვე, საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით, შემიძლია, გითხრათ, რომ საპილოტე რეჟიმში უკვე დაინერგა მერვე დაწესებულებაში სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ვიზიტები დაჯავშნონ ონლაინ, დაზოგონ დრო და დაცვის უფლება უფრო ეფექტიანად იყოს რეალიზებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Continue Reading

Previous: დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ახმეტაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
Next: ლევან დავითაშვილი – სრულად გადავლახეთ ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025