Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია – პრემიერი ოპოზიციას

მარშალ პრესი 27/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ეს არ გამოუვიდა და არასოდეს გამოუვა.

„ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი – სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში – ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დაიწყებოდა დესტაბილიზაცია, ქვეყანაში ომი დაიწყებოდა.

ოკუპირებულ ქვეყანაში, მოგმართავთ თქვენ, თუ გონიერება გაქვთ შერჩენილი, როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად. ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ? კიდევ ერთხელ გისვამთ ამ კითხვას. ის უბედურება, რაც გავიარეთ ჩვენ დაწყებული 90-იანი წლების შემდეგ, ორი ომი რუსეთთან – აფხაზეთში, ოსეთში, შემდეგ სამოქალაქო ომი, ახლა 2008-ში ეს უგუნური ომი, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი? ხელისუფლება, ხელისუფალი ადამიანები, რომლებიც მართავენ, განკარგავენ ადამიანების ბედს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს – პრემიერი სალომე სამადაშვილზე
Next: მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – რომან გოცირიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.